LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია როინიშვილი: „ზოგიერთებს დაავიწყდათ, რომ ჩემთან ერთად ჭიქა აქვთ აწეული…“

601
გია როინიშვილი

გია როინიშვილი ჟურნალ „სარკეს“ ქართული სუფრის ტრადიციებზე საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს.

მსახიობი ამბობს, რომ „ქართული სუფრა უნდა გავასუფთავოთ რაღაცებისგან, იგივე საცივში თავის ჩადებისგან…“

გია როინიშვილი: 

„რაც კარგია, იმის დავიწყება შეუძლებელია, ეს ბუნებრივად ხდება, კარგი დროს უძლებს, რაც ძალით არის შემოტანილი, მაგალითად, კრამიტით ღვინის დალევა, შემოვიდა და გავა. მე ასეთი რამ არ გამიკეთებია. ტრადიციული სასმისებით – კი ბატონო!.. მე წელში გამოყვანილი ჭიქები მირჩევნია. ბახუსი იმისთვის არის, კარგად იყო და არა იმისთვის, რომ არაფერი გაგახსენდეს ქეიფიდან. კიდევ, საშინლად არ მიყვარს დაძალება. უნდა დალიო იმდენი, რამდენიც შეგიძლია…

ხომ გაგიგიათ, მე იმ კაცს ამას ვერ ვაკადრებ, იმასთან ჭიქა მაქვს აწეულიო. არის ამაში რაღაც იდეალისტური, მაგრამ მე ეს ძალიან მომწონს. სხვებს კი დავიწყებიათ, რომ ჩემთან ერთად წიქა აქვთ აწეული, მაგრამ არა უშავს…“

თამრიკო ჭოხონელიძე: „ძალიან მიხარია, რომ გია პოლიტიკაში აღარაა. როცა პოლიტიკაში იყო, ჩვენ უბრად ვიყავით…“

ვიდეო: რა კითხვით „ჩაჭრა“ ლელა წურწუმიამ გია როინიშვილი

ვიდეო: “ჩემი გადაცემისთვის ხართ ერთად თუ, მართლა ერთად ხარ?” – თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი სტუმრად “მხოლოდ ლელასთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები