LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მაჭარაშვილი: „გასაჭირში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს გავახსენდი…“

450
gianews

ცნობილი კომპოზიტორი, გია მაჭარაშვილი ჟურნალ „გზასთან“ პოლიტიკური მოვლენების შესახებ საუბრობს, აფასებს 2 ოქტომბრის არჩევნებს და აღნიშნავს, რომ ხელოვანები გაჭირვებაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს გაახსენდა.

გია მაჭარაშვილი:

„ალექსანდრე ბასილაია იყო, რომელმაც გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დამირეკა და მითხრა: „გია, შენთვის სიურპრიზი მაქვსო. ამის მერე ტელეფონზე დამირეკეს, ფონდმა „ქართუმ“ 1500 ლარის ოდენობით ჰონორარი დაგინიშნათო. კარგად მახსოვს, მოულოდნელობისგან როგორ ჩავიკეცე და ამხელა კაცს ცრემლები წამომივიდა. ეს ყველაფერი იცით, რატომ მოგიყევით? – ეს იყო ერთადერთი ფაქტი, როცა ვიღაცას გავახსენდი. ბუთხუზ ბასილაიას შუამდგომლობით ფონდმა „ქართუმ“ ჰონორარი მეც დამინიშნა . მას შემდეგ, უკვე მეათე წელია, ამ ჰონორარს ვიღებ და ეს ჩემი ოჯახისთვის ძირითადი შემოსავლის წყაროა, ამიტომ დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ბატონ ბიძინას. კარგი იქნებოდა, ივანიშვილის მსგავსად, ხალხზე ოპოზიციასაც ეფიქრა… მე არავის მომხრე არ ვარ, მაგრამ მადლიერების გრძნობა მაქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები