მომღერალი გია კორკოტაშვილი ცნობილ რუსულ იუმორისტულ შოუს ესტუმრა, რომელიც ივან ურგანტს მიჰყავს. რამდენიმე ხნის წინ ურგანტის შოუში მოხვდა კორკოტასა და მისი მეგობრების მიერ სუფრასთან შესრულებული “ჩუნგა ჩანგა”. ვიდეომ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორც ჩანს, ურგანტმა კიდევ უფრო დიდი შოუს გაკეთება გადაწყვიტა და კორკოტა გადაცემაში მიიწვია, იქ კი ლუბა უსპენსკაია დაახვედრა. “ჩუნგა ჩანგა” მომღერალმა ქალბატონმა სწორედ კორკოტასთან ერთად შეასრულა, შოუში ამ მუსიკალური ნომრისთვის სპეციალურად ქართული სუფრა მოაწყვეს.
ცნობილია, რომ ურგანტს ქართველი მეუღლე ჰყავს და როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს გია კორკოტაშვილის კოლორიტული შესრულება, ვინაიდან კორკოტა უკვე მეორედ მოხვდა მის შოუში…