გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანების შესახებ წერს, რომლებიც ეპირფერებიან და სინამდვილეში მასზე მხოლოდ ცუდს ფიქრობენ.
„ოოოო, რა საოცარი და საინტერესოა, როცა ადამიანს უყურებ თვალებში და იცი, რომ შენი შურს, სძულხარ, სჭირდები და იძულებით გაქებს, სიყვარულს გეფიცება, ერთგულებას გიმტკიცებს. უტეხი, შეშინებული მზერა თვალებიდან, რომელიც ირეკლავს შენს სახეს. კარგად უნდა დააკვირდეთ ამ თვალებს, ამ დროს გუგები ფართოვდება და თვალის ფერი უფრო მკვეთრი ხდება. საოცარი სანახავია ბოროტებით სავსე ლამაზი თვალები. საშიში, საინტერესო, „სიყვარულით“ სავსე უსიცოცხლო თვალები. შენ უნდა იყო ფხიზლად და აუცილებლად მიხვდები, ვინ ვინ არის. და რომ გაიგებ რა? არაფერი. უნდა აპატიო, რა ქნას თუ ასეთი დაიბადა და ვერ ხვდება“ – წერს გია „ფეისბუქში“.