LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია გაჩეჩილაძესთან შედგა საუბარი და დღეს ველოდებით გამოკითხვაზე – რას ამბობს კოკა კაციტაძე ფარული მიყურადების საქმეზე

141
BeFunky-collage (11)

გია გაჩეჩილაძესთან (უცნობი) შედგა საუბარი და დღეს ველოდებით გამოკითხვაზე მის მოსვლას, მოხდება მისი გამოკითხვა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან ფარული მიყურადების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს – კოალიცია

მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულნი არიან ჟურნალისტები, ასევე “მთავარი არხის” სამუშაო სივრცეში ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, ტექნიკური მოწყობილობა ნაპოვნი ვერ იქნა.

გაბუნია “უცნობს” პასუხობს: სად დაინახეს ამ ჩანაწერში, რომ ჩვენ ვახდენთ ფაბრიკაციას, ვერ შეგვაშინებთ.. გვითვალთვალეთ რამდენიც გინდათ

“ამ ეტაპზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფარული მიყურადების შესახებ საქმეზე ჩაატარა აუცილებელი, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლება ჩაგვეტარებინა პირველ დღეებში, გამოიკითხნენ ჟურნალისტები, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, ოთახის დათვალიერება, მათ შორის, “მთავარი არხის” წარმომადგენლების მონაწილეობით და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც ცდილობდნენ აღმოეჩინათ რაიმე ტექნიკური მოწყობილობა, თუკი არსებობდა ასეთი ამ ოთახში, თუმცა, ასეთი მოწყობილობა არ იქნა აღმოჩენილი.

შემდგომში ვგეგმავთ დარჩენილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, მათ შორის, ჩვენ გვაქვს შეკითხვები “მთავარი არხის” უსაფრთხოების სამსახურთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება სამუშაო სივრცეში უცნობი პირი აღმოჩნდეს, იმ პირობებში, როცა ამ სამუშაო ოთახის ირგვლივ განთავსებულია ვიდეოკამერები,”- განაცხადა კაციტაძემ.

ცნობისათვის, “მთავარი არხის” თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები