საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ვინ ვის იყენებს, კარგად ჩანს, გახარია სააკაშვილს გულმკერდზე ტკიპასავით მიეწება“.
გია ცაგარეიშვილის თქმით, გახარიას პარტიად წოდებული გაერთიანება „ნაცმოძრაობასთანაა“ შეზრდილი.
ამ განცხადებით გია ცაგარეიშვილი ანა წითლიძის მისამართით პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დაუშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ“.
„რუსთავსა და ზუგდიდში ეს ვითომდა სააკაშვილის მაგინებელი ძალა პირდაპირ სააკაშვილს მიეტმასნა და ამ კრიმინალი ადამიანის ნებართვით ფრაქციები შექმნეს. როგორ გგონიათ, სააკაშვილის გარეშე ზუგდიდში უმრავლესობა შეიქმნებოდა? ეს იყო იდეის და გუნდის ღალატი, საზოგადოების ზურგს უკან კრიმინალ ძალასთან გარიგება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.