გია ბუღაძეს წინასწარმეტყველური ნახატები აქვს.
ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ უყვება:
„მაქვს წინასწარმეტყველური ნახატები, რომლებიც პოლიტიკას და საქართველოში მიმდინარე გრანდიოზულ მოვლენებს შეეხება. თვენახევრით ადრე, სანამ ვარდების რევოლუცია მოხდებოდა, ბანკის კედელზე მოვხატე ფრესკა „ოცნებების საქართველო“, რომელზეც რევოლუციის ზუსტად ის ეპიზოდებია გადმოცემული, რომლებიც შემდგომ აცხადდა.
ჩემი ქალიშვილი 1984 წელს დავხატე. იგი 1988 წელს დაიბადა. ნახატზე გამოსახულსა და ნინის შორის საოცარი მსგავსებააა..“