“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ბარამიძემ უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა.
ამის შესახებ ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რომეო ფარულავა და ლაშა ჭიღლაძე, რომლებმაც ირპენში კანტუზია მიიღეს, თავს კარგად გრძნობენ.
“გუშინ, კიევის ჰოსპიტალში, ირპენში ბრძოლაში კანტუზია მიღებული, ჩვენი ვაჟკაცი ბიჭები (რომეო ფარულავა, ლაშა ჭიღლაძე) მოვინახულე.
კარგად არიან და იქაური ექიმები კარგადაც უვლიან.
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მათ და ოკუპანტ რაშისტებთან ბრძოლაში ყველა დაჭრილსა და დაშავებულს!” – წერს გია ბარამიძე.