LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბაღაშვილი: „ილია! მერაბ! თქვენ გაიხარეთ! გილოცავთ ძმებო! ვულოცავ თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და ყველა ქართველს მთელს მსოფლიოში!!!“

149
BeFunky-collage (31)

გია ბაღაშვილი მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავს.

ამის შესახებ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ილიასა და მერაბის ბრწყინვალე შედეგებს ულოცავს ასევე ქართველებს.

„გილოცავთ ყველას! ტრიუმფი შედგა! ქართველებს გვყავს ჩემპიონი UFC-ში!

საოცარმა ბიჭმა, ილია თოფურიამ ლეგენდარული მებრძოლი, ალექს ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და მსოფლიო ჩემიონის ქამარი დაისაკუთრა! მეორე  ქართველმა ლომმა, ჩემმა მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთი ლეგენდარული მებრძოლი, ოლიმპიური ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო, ბრწყინვალე სტილში დაამარცხა. არნახული შოუც დადგა – თან სეხუდოს ანადგურებდა და თან მომღიმარე სახით თავის ერთგულ ფანს, მარკ ცუკერბერგს ოქტაგონიდან ეკონტაქტებოდა! მერაბს ერთი ნაბიჯიღა დარჩა ჩემპიონობამდე და დარწმუნებული ვარ, სულ მალე მეორე ღირსეული ჩემპიონი გვეყოლება ქართველებს შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პტესტიჟულ ლიგაში!

ილია! მერაბ! თქვენ გაიხარეთ! გილოცავთ ძმებო! ვულოცავ თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და ყველა ქართველს მთელს მსოფლიოში!!!“ – წერს გია ბაღაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები