ზუგდიდის რაიონის, სოფელ კორცხელში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში ხანძარია. როგორც “ფორტუნას” სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 15 სამაშველო ბრიგადა და 90 მეხანძრე. ხანძარი 800 კვადრატულ მეტრზეა მოდებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. აღნიშნულს გამოძიება დაადგენს.