16-17-18 აგვისტოს, დღის 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე ბათუმის ძველ ბულვარში გაიმართება ღვინის ფესტივალი.
ფესტივალის ფარგლებში ღვინის მარნებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართული რეწვის პროდუქტები და ქართული სამზარეულო. ფესტივალის მიზანია ღვინის მცირე მარნების ხელშეწყობა და ცნობადობის გაზრდა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც.
17 აგვისტოს, კი ბათუმის კორტებზე ჩატარდება ნიაზ დიასამიძის & 33ა, ჯგუფი ფრანისა და რეგიონის კონცერტი.
“ღონისძიება დაიწყება საღამოს 9 საათზე, სადაც მსმენელს 4 საათიანი დაუვიწყარი გართობა ელოდებათ,” – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.