ქართული რესტორნების ქსელმა „წისქვილი ჯგუფი“ მომხმარებელს სრულიად ახალი სივრცე „ღვინის ეზო“ წარუდგინა, რომელიც ბელიაშვილის ქ. # 99-ში მდებარეობს.
როგორც „წისქვილი ჯგუფის“ მენეჯმენტში აცხადებენ, „ღვინის ეზოს“ სრულ პროგრამას მომხმარებელი 10 მაისიდან იხილავს, როდესაც სივრცე ოფიციალურად გაიხსნება.
„ღვინის ეზო“ იქნება სრულიად ახალი გამოცდილება როგორც ქართველი მომხმარებლებისათვის, ასევე ტურისტებისათვის, სადაც სტუმრებს შევთავაზებთ უნიკალური ქართული არქიტექტურიდან დაწყებული, ქართული კერძებით დამთავრებული, სრულიად ახალ გარემოს უნიკალური პროგრამით – ინტერაქტიული თეატრალური წარმოდგენის სახით.
სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნილ სცენაზე დაიდგა მიუზიკლი “ხანუმა”. სამომავლოდ იგეგმება სხვა სპექტაკლის და მიუზიკლების დამატება, რომელიც ხაზს გაუსვამს ქართული კულტურისა და ისტორიის მნიშვნელობას კომპანიისთვის“, – განმარტავენ „წისქვილი ჯგუფში“.
ცნობისთვის, „წისქვილი ჯგუფი“ წარმოადგენს ქართული რესტორნების ქსელს. ამჟამად, მის მართვაშია ხუთი სარესტორნო ობიექტი თბილისისა და წყნეთის მასშტაბით, რომელთაგან თითოეულს ინდივიდუალური ნიშა უკავია. „წისქვილი ჯგუფის“ მიმართულება არის ტრადიციული ქართული – ვემსახურებით ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას.
„აქედან გამომდინარე, გვაქვს მხოლოდ ქართული სამზარეულო,რომელიც მოიცავს როგორც პოპულარულ ტრადიციულ კერძებს, ამავე დროს, მიმდინარებს მუშაობა პროექტზე, რომელიც ძველი ქართული კერძების აღდგენას ემსახურება. სერვისს რაც შეხება, 2018 წლიდან „წისქვილი ჯგუფმა“ დაამატა ქეითერინგის მიმართულება, რომელიც გულისხმობს ადგილზე ფურშეტით მომსახურების სრულ სერვისს, ღონისძიების კონცეფციის მიხედვით, როგორც კვებით ასევე დიზიანის კუთხით მომსახურებას
„წისქვილი ჯგუფის“ ღონისძიებების მიმართულება გულისხმობს ქორწილის და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზებას, დიზიანს, მუსიკალურ გაფორმებას სრულ კომფორტს და დამკვეთის მინიმალურ ჩართულობას.
გვაქვს ასევე კერძების დელივერის (ადგილზე მიტანის) სერვისი ,რომელიც კომფორტულია მომხმარებელთა იმ კატეგორისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კერძის ხარისხი და გემოვნური თვისებები, თუმცა სამუშაო რეჟიმიდან, ან სხვა ვითარებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს ესტუმროს რესტორანს.
რაც შეეხება ჩვენს განსხვავებულობას ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან, „წისქვილი ჯგუფი“ 17 წელია ბაზარზეა ავთენტური დიზაინით, წყლის უნიკალური წისქვილით და ბუნებრივი ჩანჩქერით. ამ ხნის განმავლობაშიც არ კარგავს აქტუალობას, მიმართულებას კი უცვლელს ვინარჩუნებთ.
ამასთან, ვფიქრობთ, კონკურენტებისგან გამოგვარჩევს მუდმივი სიახლეები, ხარისხის უცვლელობა და სერვისის მაღალი დონე რომელსაც დიდი მნიშველობა ენიჭება კომპანიაში“, – განმარტავენ „წისქვილი ჯგუფში“.
მათივე ინფორმაციიით, ამ ეტაპზე „წისქვილი ჯგუფში“ დასაქმებულია 250- მდე ადამიანი. იქიდან გამომდინარე, რომ სარესტორნე და კვების ინდუსტრიაში კონკურენცია ყოვედღიურად მძაფრდება, მუდმივად საჭიროა სიახლეების ძიება და ახალ-ახალი გამოცდილების შეთავაზება მომხმარებლებისათვის – სწორედ ამ მიმართულებით მუშაობას „წისქვილი ჯგუფი“, რომელიც სამომავლოდ მომხმარებელს კიდევ უამრავ სიახლეს შესთავაზებს. ამის პარალელურად, უკვე დაწყებულია მშენებლობა კიდევ ერთი ახალი ობიექტის, რომლის გახსნაც 2019 წელს იგეგმება.