LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვარცოფის საშიშროების გამო, დარიალის ხეობაში მოძრაობა იკრძალება

16

4 – 7 ივლისს საღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი,რამაც მეწყერული და ღვარცოფული პროცესები შეიძლება განაპირობოს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული პროგნიზის გათვალისწინებით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტა დარიალის ხეობაში, საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდოს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოძრაობა აღდგება მას შემდეგ, რაც შესაბამისი კომპეტენციის უწყებები მეტეოროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისით გამორიცხავენ აღნიშნული რისკების დადგომის შესაძლებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები