LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ 20 ივნისის აქციის მონაწილეს პატიმრობა შეეფარდა

130
aqcia

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ ბრალდებულ ლევან ჯიქურს, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში მიიღო. სასამართლოს მიმდინარეობისას ლევან ჯიქური შეუძლოდ გახდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

სასამართლო პროცესზე ჯიქურისთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 2 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირი მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემულია 12 პირი.