LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური ჩანაწერებთან დაკავშირებულ მოვლენებზე – “ეს არაადამიანურობის ფსკერის დაპყრობაა”

42
ალუდა ღუდუშაური

“ქართული ოცნების” დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ინტერნეტსივრცეში გავრცელეულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება და ამბობს, რომ ის, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ხდება, არაადამიანურობის ფსკერის დაპყრობაა.

ღუდუშაურმა გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ გამოძიების შედეგად გახდება ცნობილი, ხომ არ იყო გარკვეული მოდელირება, რაიმე მონტაი და გამიზნული ქმედება:

“პასუხი გაეცემა კითხვებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხომ არ იყო გარკვეული მოდელირება, ხომ არ გვქონდა საქმე რაიმე მონტაჟთან, გამიზნულ ქმედებასთან, რომლის მიზანია დედაეკლესიის ფუნდამენტის შერყევა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე შტურმი.

რატომ ხდება, რომ ასეთი ბინძური რამ შემოგდებულია არჩევნებმადე ორი კვირით ადრე?” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადებისა და მოსმენის ამსახველი ფაილები გავრცელდა. ჩანაწერები მოიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, მათთან დაკავშირებულ პირებზე. ჩანაწერების მიხედვით, ასევე უსმენდნენ ჟურნალისტებსაც.