ესტონეთის საელჩო საქართველოში, საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
ამავე თემაზე:
შემოიყვანეს პაციენტი თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობით, მოხდა თვალის კაკლის აღდგენა – „ევექსის“კლინიკა
საგარეჯოში დაჭრილებს ესაჭიროებათ დიდი რაოდენობით სისხლი – კვანტალიანის სისხლის ბანკი
ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
შოკისმომგვრელი იყო.. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო – რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი