LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთო, რატომ მომასწარი ამ დღეს..“ – რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

250
BeFunky-collage (6)

იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, გამთენიისას ჩამოწვა. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა. მაშ­ვე­ლებ­მა ერთი ადამიანი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

სტიქიამ სოფელში 9 ადამიანი, მათ შორის, არასრუწლოვნები იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შო­რის არი­ან გია რო­ბა­ქი­ძე და მისი სამი შვი­ლი. 

„ტყუპი გოგოები არიან, ერთი ბიჭი და მამა… დედა წასულია საზღვარგარეთ შვილებისთვის, რომ უჭირდათ“ – ადგილობრივი ბაღდათში მეწყერში მოყოლილ ოჯახზე

მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი დების ცხედრები იპოვეს

ისი­ნი გა­სულ კვი­რას დაკ­რძა­ლეს.

ბავ­შვე­ბის დედა, რომელიც ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბრუნდა.

„რა­ტომ ღმერ­თო რა­ტომ… რა­ტომ მო­მას­წა­რი ამ დღეს… არ შე­მიძ­ლია, მეწ­ვის ყვე­ლა­ფე­რი“ – წერს მა­დო­ნა რო­ბა­ქი­ძე და ოჯახის ვიდეოს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები