LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთის წინაშე შემიძლია განვაცხადო, რომ არ მსმენია, ვინმე ჩარეულიყო სასამართლო ხელისუფლებაში – სასამართლო არის დამოუკიდებელი“ – ბექა ოდიშარია

138
ბექა ოდიშარია

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ღმერთის წინაშე შეუძლია განაცხადოს, რომ არ სმენია ვინმე სასამართლო ხელისუფლებაში ჩარეულიყო“. მისივე თქმით, „სასამართლო არის დამოუკიდებელი“.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“, ერთკაციანი პარტიების ნულოვანი მხარდაჭერით საქართველოში მოასპარეზე ე.წ. პოლიტიკოსების დღის წესრიგის ხელოვნურად საზრდოობას არ აპირებენ“.

„სასამართლოსთან დაკავშირებით არსებობს არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის დადებითი შეფასება. რატომ უნდა ჩავრიოთ სასამართლო ხელისუფლებაში ეს მავნებელი პოლიტიკური ძალები და რატომ უნდა შევქმნათ ვითარება, რომ სასამართლოს, დამოუკიდებელ შტოს შეექმნას საფრთხე. მე ჩემს სიმართლეს გეუბნებით, ღმერთის წინაშე შემიძლია განვაცხადო, რომ არც მე და არც ჩემი კოლეგების ირგვლივ არ მსმენია, რომ ვინმე ჩარეულიყო სასამართლო ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ცუდი არაფერი ხდება სასამართლოში? – მე გეუბნებით, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, მე არ ვიცნობ ფაქტებს, დარწმუნებული თქვენ შეიძლება არ იყოთ თქვენს სამეზობლოში და ოჯახში რა ხდება. იცით რამდენ ვინმეზე მეპარება ეჭვი? – აი ამ „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ისვრიან ზევით-ქვევით და მავნებლური საიდუმლო სერობები რომ აქვთ. გიორგი ტაბატაძე რომ არის ილიაუნის ლექტორი, რომელიც ახალგაზრდებს ეუბნება, რომ ტალახაძის ჩემპიონობა არაფერია, რადგან თურმე პოლიტიკა და სპორტი ერთია და ტალახაძის გამარჯვებაში არაფერია გასახარი, რადგან ის „ქოცია“ და „ქოცი“ კიდევ რუსია, აი ეს არის ფაშიზმი, ამ ხალხის ნარატივს მივყვეთ ახლა ჩვენ? აი, სად ხდება სიბინძურე, სიძულვილის თესვა, რომანტიზება ნეობოლშევიკური რევოლუციური ინერციების და რატომ ხვდებიან ახალგაზრდები, ალბათ ასეთი მავნე ადამიანების მიერ დარიგებულნი და დამოძღვრილნი, შეიძლება ფინანსურად წახალისებული, შემდეგ ციხეში, აი ვინ უნდა აგოს პასუხი“ – განაცხადა ოდიშარიამ.