გაშიშვლებული კრიშტიანო იტალიური Vanity Fair-ის გარეკანზე გამოჩნდა.
ჟურნალის იტალიურმა რედაქციამ თავისი ახალი ნომერი რონალდოს „იუვეში“ გადასვლას მიუძღვნა.
გარეკანზე ტიტლიკანა რონალდო თავისი ბრენდის CR7-ის ტრუსებს და იდეალურ ტანს აჩვენებს. ამ ფოტოს წარწერაც ხმამაღალი აქვს: „ღმერთი რონალდო“.
ჟურნალის ნომერში წაიკითხავთ: რეპორტაჟს კრიშტიანოს მშობლიური ადგილებიდან, ანუ მადეირადან, ესპანელი მწერლის ხავიერ მარიასის შემეცნებით ტექსტს რონალდოზე და ინტერვიუს ანტონიო კასანოსთან, რომელიც ამ ხმაურიან ტრანსფერზე საკუთარ მოსაზრებას აფრქვევს.