თბილისის მუნიციპალიტეტის 44-ე მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წელი შეაჯამა.
„საკმაოდ საინტერესო წელი იყო, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. იყო გამოწვევები, პრობლემები, თუმცა მე მგონია, რომ ღირსეულად ვუპასუხეთ ყველა გამოწვევას და ყველა პრობლემას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია ქალაქში და ყველა პრობლემა მოგვარებულია. ჩვენ უფრო მეტი გვექნება სამუშაო, უფრო მეტი გვექნება გასაკეთებელი, რათა ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დღეს აწუხებს თბილისს და თბილისელებს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა, დედაქალაქის მერიაში მომსახურე პერსონალს და მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა.