LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღიად დააანონსეს რეპრესიები კულტურის სფეროში, ყველა დაზარალებუსლ ვთავაზობ იურიდიულ დახმარებას – ელენე ხოშტარია

214
BeFunky-collage (4)

“ის რაც მუზეუმში და ზოგადად ხელოვნების სფეროში ხდება, ცდება უბრალოდ ინდივიდუალურ პრობლემებს. ღიად დააანონსეს რეპრესიები კულტურის სფეროში”, – წერს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია და დაზარალებულებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

ნებისმიერი, ფბ პოსტის მიხედვით, პეტიციის ხელმოწერის მიხედვით თუ სადმე სამზარეულოში გამოთქმული აზრის მიხედვით არის გაგდებული. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს საშინლად ექცევიან, არანაკლებ საშინლად გვექცევიან ჩვენ, გვაჩვევენ რეპრესიებს და გვსინჯავენ შემგუებლობა, კონფორმიზმზე.

მე არ ვაპირებ ამასთან შეგუებას:
1. ყველა დაზარალებუსლ ვთავაზობ იურიდიულ დახმარებას
2. ყველა დაზარალებულს ვთავაზობ ვიმუშაოთ და ეს საქმე გავიტანოთ გარეთ შესაბამის ინსტიტუტებში
3. ყველა მსურველს ვთავაზობ შეხვედრას (კოვიდიდან გამომდინარე ზუმ შეხვედრა, დროს მოგაწვდით)
4. დავორგანიზდეთ და გავაპროტესტოთ

დიდი მადლობა ეკა კიკნაძეს, რომელიც ორგანიზებულად და აქტიურად იბრძვის. მას თანადგომა ჭირდება. Eka Kiknadze
მომწერეთ აქ, ინბოქს ყველა მსურველმა, ვისაც ეს აწუხებს”, – წერს ელენე ხოშტარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები