LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღიად ადასტურებენ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა“ – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა მეუფე ნიკოლოზის განცხადებას ეხმაურება

70
დეკანოზი გიორგი მამალაძე

„ღიად ადასტურებენ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა“, – აღნიშნული განცხადებით დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე მეუფე ნიკოლოზის განცხადების ეხმაურება.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, მისი ძმის – დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე მიწყნარებული და მიჩუმებული იყო.

„რადგან მეუფე ნიკოლოზმა გადაწყვიტა თავის  Youtube -არხზე ამ გადაცემის ჩაწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ღიად ადასტურებენ და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მეუფე ნიკოლოზი საპატრიარქოს პრეს-სპიკერადაც კი მოიაზრება.

აქედან გამომდინარე, ამ განცხადებით ისინი უკვე ღიად ადასტურებენ, რომ ჩემი ძმა არის უდანაშაულო.  მოვუწოდებთ ხელისუფლებას – მოხდეს მისი გათავისუფლება”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები