LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან: კალაძე

59
Untitled design (3)

ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული შეღავათი მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე მოქმედებდა, მაგრამ ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და არ არის გახსნილი მთლიანად, არის ტურისტების ნაკლებობაც, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გაავრცელონ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც ღია კაფეები აქვთ:

“პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, პრობლემები შეუქმნა ბიზნესსექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით დაზიანდა. ჩვენ ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ მხარდაჭერის თვალსაზრისით, რათა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დავხმარებოდით სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. მათ შორის იყო ღია კაფეები, რომლებსაც მუნიციპალური სერვისები იჯარით ჰქონდათ აღებული. მათ მიეცათ შეღავათი, მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლებულიყვნენ.

აღნიშნული შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, მაგრამ ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და არ არის გახსნილი მთლიანად, არის ტურისტების ნაკლებობაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები. ასეთი 200-მდე სუბიექტია და ისინი 2022 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. ვფიქრობ, ეს გარკვეული მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ჩვენი მხრიდან ამ ბიზნესისადმი.” – თქვა კახა კალაძემ.

ამასთან, შეღავათი შეეხება ცალკეულ სუბიექტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ საიჯარო გადასახადი, მათ წინსწრებით ჩაეთვლებათ ეს გადასახადი და მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან წლის ბოლომდე არ დაეკისრებათ საიჯარო გადასახადი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები