LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი „თავდაცვის კოდექსზე“: „გირჩის“ მავნებლობა დავასრულეთ“

123
Untitled design

„თავდაცვის კოდექსით შეიქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, ჩვენი გათვლებით, წელიწადში მოვამზადებთ 9-10 000 წვევამდელს, რაც ძალიან დიდი შედეგი იქნება და 10-წლიან პერსპექტივაზე, მომზადებული გვეყოლება 100 000 ახალგაზრდა, რომელიც ქვეყნის რეზერვში ჩაირიცხება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი“ – პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი“ დაამტკიცა 

ირაკლი ღარიბაშვილმა „თავდაცვის კოდექსის“ უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბევრ საკითხს მოაწესრიგებს:

„პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვის კოდექსი, რომელზედაც დიდი ხანი ვმუშაობდით.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

„საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის და როგორც რუსეთის აგრესიის პირდაპირი სამიზნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს ყველა მოქალაქის ვალდებულება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ძალიან მნიშვნელოვანი კოდექსი, რომელიც ბევრ საკითხს აწესრიგებს.

პირველი, მინდა გამოვყო ეს მავნებლური „გირჩის“ ინიციატივა, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი და არასწორ გზაზე დაყენებული. ჩვენ ამით „გირჩის“ მავნებლობა დავასრულეთ.

ასევე, მოწესრიგდა მთელი რიგი საკითხები და ჩაიდო გარანტიები:

2024 წლის 1 იანვრიდან გაწვევის სამსახური თავდაცვის სამინისტროში გადადის;

2025 წლიდან ყველა წვევამდელი თავდაცვის სამინისტროში გაივლის სამსახურს;

შევიმუშავეთ ეფექტიანი კურსები – 6, 8 და 11-თვიანი კურსები – ვის როგორი გეგმები აქვს და როგორ უნდა სამომავლო კარიერა დაგეგმოს.

წვევამდელები მინიმუმ 6 თვეს ჯარში გაივლიან.

ახალი ინიციატივის მიხედვით, წლის განმავლობაში სტუდენტს შეეძლება 1 თვე დაჰყოს სამხედრო ბაზაზე და გაიაროს საბაზისო საბრძოლო მომზადება“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგაძე: „თუკი აცხადებ, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ხარ, მაშინ მიბრძანდით ალტერნატიულ შრომით სამსახურში ან სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადეთ!“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები