LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი პლატინის კიდევ შეხვდა

17

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უეფას პრეზიდენტს მიშელ პლატინის შეხვდა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც დაესწრნენ.

მხარეებმა უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის გაწეული სამუშაოები შეაფასეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისში უეფას სუპერთასის მატჩის გამართვის მნიშვნელობას.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და უეფას შორის მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები