„სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მანიშნებს, რომ თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ, გაუბედურებული ხართ“, –ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, უკავშირდება თუ არა, 9 ივნისს, გერმანიაში კანცლერ ოლაფ შოლცთან დაგეგმილი შეხვედრა ბრატისლავაში მის გაკეთებულ განცხადებებს.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის ამ შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა მას ასევე ურჩია, „ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქროს“:
„მე არ მინდა ამაზე გიპასუხოთ, თვალყურს ვადევნებდი თქვენს ამ პროვოკაციულ ქმედებებს. რამდენად ანტისახელმწიფოებრივია ჯერ ერთი თქვენი განცხადება, ანტიეროვნული, მაგრამ მე მესმის, რომ რომ თქვენ დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ.
ერთი რამ მინდა ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მანიშნებს, რომ თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ, გაუბედურებული ხართ, თქვენ და თქვენი დამკვეთები.
მინდა გირჩიოთ, პირველ რიგში, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური ბინძური დავალებები“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტის მიზნობრიობას, პრემიერის თქმით, შეხვედრა რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეეხება.
ღარიბაშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტს, კითხვაზე, დაიბარეს თუ არა შოლცთან
“გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები” | ღარიბაშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტს, კითხვაზე, დაიბარეს თუ არა შოლცთან
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Tuesday, 6 June 2023
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გერმანიაში 9 ივნისსაა დაგეგმილი.