LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა სამართლის წინაშე პასუხი აგოს

116
Untitled design (1)

საოკუპაციო ძალების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა.

აღნიშნულ თარიღს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა სამართლის წინაშე პასუხი აგოს :

„დღეს 5 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან.

სამშობლოსათვის გმირული თავდადებით არჩილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს.

ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მის ნათელ ხსოვნას.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა“, – აღნიშნულია პრფემიერის მიმართვაში.

ცნობისათვის, არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად, ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადასცეს.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ ე.წ. გაგრის ჯგუფის 3 წევრს 9-9 წლით პატიმრობა შეეფარდა

არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი, ეს დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებს რუსეთის დაუსჯელობის სინდრომის უმძიმეს ადამიანურ დანაკარგებს: ზალკალიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები