LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

85

18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, რიკოთის გვირაბში, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროებითი შეზღუდვა გვირაბში ჩასატარებელ სამუშაოებს უკავშირდება.

“რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის (გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა) სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,” – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

შეზღუდვის ამოქმედებისას, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა  რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე განხორციელდება. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები