LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამის კლუბების მეპატრონეებს ბიზნესომბუდსმენისთვის არ მიუმართავთ

110

ბიზნესომბუდსმენი, მომართვის შემთხევაში, მზად არის 12 მაისის სპეცოპერაციისას დაკეტილი კლუბების ხელმძღვანელობას შეხვდეს, თუმცა როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, ჯერ ასეთი სურვილი კლუბის მეპატრონეებს არ გამოუთქვამთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ლექვინაძე ამბობს, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი მზად არის მოუსმინოს ბიზნესს და მათი პრობლემები განიხილოს, ხომ არ შეექმნა საფრთხე მათ ფუნქციონირებას უკანონოდ, მაგრამ ამავე დროს ლექვინაძე ამბობს, რომ ელოდება გამოძიების შედეგებს.

„კონკრეტულ ბიზნეს სივრცეში უკანონო ქმედება ბიზნესომბუდსენის ინსტიტუტისთვის მიუღებელია,” – განაცხადა ლექვინაძემ. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებს აკვირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები