LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამე შვილთან დაძინება ცუდი ჩვევა სულაც არ ყოფილა – კვლევის შედეგები

36332
5DKlRuOGITEmQWGB

ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით არსებული ზოგიერთი არასწორი შეხედულების გამო, მშობლები ღამით პატარასთან ერთად ძილს თავს არიდებენ. თანამედროვე მიდგომით, 3 თვიდან შეიძლება ჩვილის მარტო დატოვება საწოლში. მიიჩნევა, რომ ასე ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას უფრო იოლად მიეჩვევა. სწორედ ამ არგუმენტით, მშობლების უმეტესობა ცდილობს შეზღუდოს  ფიზიკური კონტაქტის დრო.

პედიატრებიც კამათობენ, შეიძლება თუ არა ერთ საწოლში მშობლებთან ერთად პატარას ძილი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მშობლები ხშირად ძილის წესებს ვერ იცავენ. საუბარია არა მარტო ღამე ძილზე, არამედ მაშინაც, როდესაც მშობელი შემთხვევით იძინებს ბავშვთან ერთად.

ძვირფასო მშობლებო, ექსპერტები ამბობენ, რომ ბავშვთან ერთად ძილი, სულაც არ არის ცუდი ჩვევა.

მასაჩუსეტსის ამერსტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა მეცნიერებათა პროფესორის, სუზან კრაუს ვიტბორნის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც მშობლებთან ერთად იძინებენ,  ფსიქიურად უფრო სტაბილურ და წარმატებულ პიროვნებად ყალიბდებიან.

ამასთან, ბავშვებს დაცულობის გაცნდა ეუფლებათ, უფრო ბედნიერები და ნაკლებად კონფლიქტურები არიან. დედასთან მჭიდრო ფიზიკური კონტაქტი ბავშვის ნერვულ სისტემას ამშვიდებს, კომფორტის შეგრძნებას უქმნის და სამყაროში თავის დამკვიდრებისთვის მეტ ძალას მატებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, როცა მშობლები შვილებს ცალკე ძილის აუცილებლობა უსაბუთებენ, დანაშაულის გრძნობა უჩნდებათ.

რას ამბობს კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი მშობელი:

„დედა, შეიძლება შენთან დავწვე, სულ ცოტა ხნით? მე და ჩემი მეუღლე კი სულ ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე წავიყვანოთ მის საძინებელ ოთახში. ვამბობთ, რომ რთული დღე გვქონდა, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს და ამ დროს, საკუთარ თავს ვეუბნებით: შენ ვერასდროს დააბრუნებ ამ მომენტს და ეს, მწარე სიმართლეა”

კვლევების თანახმად, მშობლებთან ერთად ძილი ბავშვის გონებას უფრო ავითარებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ შვილებთან ერთად არ გძინავთ, მისი ტვინის ფუნქციონირება ფერხდება. საუბარია იმაზე, რომ მზრუნველობის ამ ფორმას გარკვეული გავლენების მოხდება შეუძლია ბავშვის განვითარების პროცესში.

რა თქმა უნდა, ბავშვი დამოუკიდებლობას უნდა მიეჩვიოს, მაგრამ სავსებით საკმარისია ბავშვის საწოლი ახლოს იდგეს მშობლების საწოლთან, შეიძლება გამოღებული იქნას საწოლის ერთი მხარე, რომ მშობლებს შეეძლოთ თავისუფლად შეეხონ ბავშვს.

 

დამატებითი სპეციალური წუთი

ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, რომ დღის ბოლო საათები შვილებთან ერთად გაატარონ.

„სახლში მოვედი. ჩემი უმცროსი ქალიშვილი ღრმად სუნთქავდა. უკვე ეძინა, მაგრამ თითქოს მაშინვე იგრძნო ჩემი შემოსვლა და სახეზე ბედნიერი ღიმილი გამოესახა. დედა…ჩურჩულებს, შეგიძლია, კიდევ ერთხელ ჩამეხუტო? რა თქმა უნდა – ვუთხარი და გვერდით მივუწექი. როგორ მინდა ეს მომენტი ყოველ დღე განმეორდეს“

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მშობლები, რომლებიც უფრო ხშირ დროს უთმობენ პატარებთან ერთად ძილს, მით უფრო ნაკლები სტრესის ქვეშ არიან. მეტიც, ქალი უკეთ ახერხებს გამოძინებას, როცა ბავშვი გვერდით ეგულება და მთელი ღამე არ დარბის მის საწოლთან, რომ შეამოწმოს შვილის მდგომარეობა.

დედა-შვილის ერთად ძილის ,,ტრადიციას” თითოეული ოჯახისთვის განსხვავებულია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ბევრი პლუსისა, ამ საკითხსაც მეორე მხარე აქვს. ბავშვის მშობლების საწოლში ძილი შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემების წყაროც გახდეს, უბრალოდ, სამედიცინო პრობლემა უფრო ადვილად ჩანს, ფსიქოლოგიური პრობლემა კი, ძირითადად, ზრდასრულ ასაკში ვლინდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ ვსაუბრობთ იმ ბავშვებზე, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, ასთმური შეტევები და ასე შემდეგ, როცა მშობლებმა მათ ძილის დროს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.