LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღამე მილიონობით ქალი დატოვებს თავის თბილ ლოგინს, ერთხელ მაინც უნდა ნახოთ მათი ეს ფუსფუსი, რომ მიხვდეთ ზუსტად რას ნიშნავს სიყვარული”

266
BeFunky-collage

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა.

რამადანთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მომხმარებელი ჰურიე აბაშიძე შთამბეჭდავ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ამაღამ, ღამე მილიონობით ქალი დატოვებს თავის თბილ ლოგინს, ჩუმად, ფეხაკრეფით მიუნთებს ჩაიდანს ცეცხლს და მარხვის პირველ საჭმელს მოამზადებს მთელი ოჯახისთვის. ერთხელ მაინც უნდა ნახოთ მათი ეს ფუსფუსი, რომ მიხვდეთ ზუსტად რას ნიშნავს სიყვარული, სხვებზე ზრუნვა და ფიქრი, ჯაფა და სხვების ბედნიერებაზე ზრუნვა და სხვისი სიმშვიდის არ დარღვევა.
დღეს, ღამე მილიონობით ქალი მთელი ემოციით ემზადება და უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს, რომ მთელი ერთი თვე ჩვენ ყველას ღამე მშვიდად გვეძინოს, ჩვენი ყველა თხოვნა შეასრულონ (სასურველი საჭმლის მომზადებისთვის) და საღამოს ყველას დაპურებაზე იზრუნონ.

რამადანი თმენას და სიყვარულის გაზიარებას ნიშნავს, ყველაზე მეტად მომთმენები იყავით მათ მიმართ, ვინც დილას იმაზე ფიქრით იწყებს საღამოს რა დაგახვედროთ და ღამე ნახევრად ძინავს იმისთვის, რომ თვქენ არ გამოგრჩეთ ღამე ჭამა.

ღმერთს სანამ თქვენი მარხვის მიღებას სთხოვთ მანამდე მადლობა გადაუხადეთ ყველა იმ ქალს ვინც თქვენზე ზრუნავს, რომ მარხვა უბრალო შიმშილობად არ ჩაგეთვალოთ.
მარხვა, თმენის, სხვისი გასაჭირის გაგების, სხვებზე ზრუნვის, საკუთარ სიამოვნებაზე უარის თქმის თვეა.

ყველაზე მშვიდი, და ბედნიერი თვის დაწყებას გილოცავთ ყველა მუალიმს.
ჩემი მარხვა კი სწორედ ამ სურათზე ასახული ჰარმონიაა. სიკეთეს ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ ყველას”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები