LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღალატის შემდეგ“- ნატალი პორტმანის ტრაგიკული სახე წითელ ხალიჩაზე

252
page

ახლახან, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებიდან ნატალი პორტმანის ფოტოები გავრცელდა. „დიორის“ ულამაზეს კაბაში გამოწყობილი მსახიობი საზოგადოებას ზედმეტად ნაღვლიანი ეჩვენა. წითელ ხალიჩაზე 42 წლის ვარსკვლავი მარტო იმყოფებოდა. მას ხელზე ნიშნობის ბეჭედი აღარ ეკეთა.

ახლახან, WSJ-თან ინტერვიუში ნატალიმ განაცხადა, რომ პარიზში ის ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

შეგახსენებთ, ნატალი პორტმანი და მისი მეუღლე, ბენჯამინ მილპე 11 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.  ინსაიდერების განცხადებით, ნატალიმ ქმრის ღალატის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში შეიტყო, ამ დროის განმავლობაში ის მაქსიმალურად ცდილობდა რთული პერიოდის გადალახვას, თუმცა საბოლოოდ მან საყვარელ მამაკაცს ღალატი არ აპატია და მას დაშორდა. რაც შეეხება ბენჯამინის რომანს, მან ნატალის 25 წლის ფრანგ აქტივისტთან, კამილ იტიენთან უღალატა.

„როდესაც მოღალატე ქმარს გაექეცი“ – ნატალი პორტმანის უახლესი ფოტოები ნებისმიერი ქალისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა

მარტოსული „შავი გედი“ – ნატალი პორტმანის ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

ნატალი პორტმანმა მეუღლეს ღალატი არ აპატია და დაშორდა – ახალი დეტალები წყვილის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები