დომინიკ ვესტისა და ქეთრინ ფითჯერალდის უცნაური ურთიერთობა გრძელდება. 51 წლის მსახიობი ცოტა ხნის წინ ცოლს დაშორდა, მიზეზი კი ლილი ჯეიმსთან რომანი გახდა, რომელმაც მედიაში შემთხვევით გაჟონა. ამის შემდეგ ქეთრინ ფითჯერალდი შვილებთან ერთად საცხოვრებლად დედასთან გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებდა, თითქოს ქმარს ღალატი აპატია. დღეს წყვილი ისევ შერიგების სცენას თამაშობს და ახალი ფოტოების მორიგ სერიას აქვეყნებს.
ამჯერად ფოტოების საშობაო ბარათს ჰგავს, სადაც ვესტი და ფითჯერალდი ისევ შეყვარებულ წყვილს თამაშობენ და ამჯერად საკუთარი სახლის ეზოდან ფოტოს აქვეყნებენ. ისინი სოციალურ დისტანციას იცავენ და მომღიმარი სახეებით გვაჯერებენ, რომ მათი სიყვარული არ დასრულებულა. მეტი დამაჯერებლობისთვის ფოტოზე წყვილის ოთხივე შვილი მოხვდა, რათა ამით ოჯახის ერთიანობას გაესვას ხაზი.