ადამიანების გატაცება XXI საუკუნის ადამიანისთვის, უცხო სიტყვა უნდა იყოს, მაგრამ საქართველოს ე.წ. საზღვრისპირა სოფელში, ეს სიტყვა ხშირად ისმის, გრძნობა კი თითქმის ყველა ოჯახს გამოუცდია.
საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში, ხალხი, რომელიც საზღვრის ბუნებრივ შემაკავებლად იქცა, მუდმივ სტრესშია.
მათ უკვე წართმეული მიწების გარდა, საფრთხე დარჩენილებში ყოფნის დროსაც ემუქრებათ.
წარმოსახვითი თუ მავრთულშემოვლებული ე.წ. საზღვრების მიღმა, ავტომატიანები მშვიდობიან მოსახლეობას ხან უბრალოდ აშინებენ, ხანაც იტაცებენ.
ტყვეობიდან დაბრუნებული, მცოცავი ოკუპაციის შემაკავებლები “ფორტუნასთან” ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებზე ყვებიან.
https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1161113577391521/?__xts__[0]=68.ARBQz6iztyGzYyxtNEJn3rFezcoLwzU6-oR0xRYH4E5cpiyjJ85SnlTYuy8BxdQbDJMlmO420DcuToIvdCAjyoeGHYIzrkUYeCpISA5s24P_rdXg8zPGcCVh_-OD1NLfgi17JotOdC5TIqWVNAHE1ozJflmkhMDW_h3L53KJ0SYeD8yJsIEeAA&__tn__=-R