“რუსთავი 2”-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, პარტიული რეიტინგები ქვეყნდება.
გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩევლებად ითვლებიან და მათი ალოკაციის შედეგად, რაც დამატებითი კითხვების საშუალებით დგინდება, შედგა სრული სურათი, რის მიხედვითაც გამოკითხული მოსახლეობის 30,5% უპირატესობას “ქართულ ოცნებას” ანიჭებს. 28.2% კი “ერთიან ნაციონალური მოძრაობას”.
პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის -პაატა ბურჭულაძე”-ს მხარდამჭერი აღმოჩნდა 11.6%.
“თავისუფალი დემოკრატები – ირაკლი ალასანიას” მხარდამჭერია 8.9%. 4.5%-ისთვის მისაღებია “ლეიბორისტული პარტია”. “პატრიოტთა ალიანსს” ანიჭებს უპირატესობას 3.1%. “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” კი 2.3%.
კვლევა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ის დაკვეთით, ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა. წინასაარჩევნო გამოკითხვამ მოიცვა საქართველოს 2,200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ. კვლევა ჩატარდა პირდაპირი გამოკითხვის გზით, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე.
გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათობით ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი. გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. ცდომილების ზღვარი შეადგენს პლუს ან მინუს 2.1 პროცენტს. გამოკითხულთა 77 % დათანხმდა ინტერვიუზე და კითხვარის შევსებაზე.