LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეყოფა ბებერო ზეპ!

55

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, რომელიც 90 დღით საფეხბურთო საქიანობას არის ჩამოშორებული, განაცხადა, რომ უეფას თავი მიშელ პლატინი მის ანგარიშზე გადარიცხული 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის საქმეში დამნაშავე არ არის.

„პლატინი – პატიოსანი ადამიანია. ვიმედოვნებ, ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს მოხსნიან. ვფიქრობ, თუ ის დაბრუნდა, ფიფას პრეზიდენტად აირჩევენ.

ბრაზილიის ბრწყინვალე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უნდა გავჩერებულიყავი და ამის თაობაზე ახლა ვნანობ. დადგა დრო ვაჟკაცურად ვუთხრა საკუთარ თავს: ბლატერ, ასაკს უწიე, შენ გააკეთე რაღაც კარგი, ამაზე მეტს კი ვეღარ გააკეთებ. გაჩერდი!“, – უთქვამს 79 წლის ჩინოსანს, ხოლო ბევრისთვის ფეხბურთის მაფიოზს.

ამ თვეში ბლატერმა სტრესის გამო საავადმყოფოშიც კი ამოყო თავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები