გესმით ჩემი ხმა? … შემიძლია სუნთქვა – ბათუმში, დანგრეულ კორპუსში მოყოლილი ადამიანები მაშველებთან კონტაქტზე გასვლას ცდილობენ

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი პირი სამაშველო ბრიგადასთან კონტაქტზე გავიდა.

მაშველებმა ნანგრევებიდან გაიგონეს ადამიანის ხმა  – „შემიძლია სუნთქვა“.

მაშველის კითხვაზე – „გესმის თუ არა ჩემი ხმა“ – მამაკაცმა უპასუხა, რომ ესმის.

ამ წუთებში, მაშველები ნანგრევებიდან მათ გამოყვანას ცდილობენ.

გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი სხვა ადამიანების სამძებრო სამუშაოებიც. ამის გარდა, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი.

ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა აჭარის პოლიციის წარმომადგენელმა ირაკლი ბასილაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება.

Posted in კატეგორიის გარეშე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *