Gesaffelstein-ის ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერაზე Blast Off გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა. სინგლის, რომლის რელიზი ჯერ კიდევ 1 მარტს შედგა, ფარელ უილიამსთან დუეტია.
უორენ ფუს რეჟისორობით გადაღებული მუსიკალური რგოლი, მინიმალისტური, შავბნელი მოტივით, ამ დროისთვის 133 ათასზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა, რაც უნდა აღინიშნოს, რომ არც თუ ისე კარგი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ Gesaffelstein-მა მეორე სტუდიური ალბომი, Hyperion, 8 მარტს გამოუშვა. Blast Off დისკის მესამე სინგლია.