LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული ქალაქის მოსახლეობა მტრედების ბედს რეფერენდუმზე გადაწყვეტს

116
skynews-pigeons-germany_6361582

გერმანულ ქალაქ ლიმბურგში ჩატარდება რეფერენდუმი, სადაც ადგილობრივები მტრედების ბედს გადაწყვეტენ. ამის შესახებ Sky News წერს.

ლიმბურგში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქალაქში (მაგალითად, ბერლინში ან ფრანკფურტში) მტრედების დიდი რაოდენობით ძალიან წუხდებიან. ბინადრობისთვის საუკეთესო პირობების დამსახურებით, მტრედები ძალიან სწრაფად მრავლდებიან და მათი რაოდენობა სინათლის სისწრაფით იზრდება.

ლიმბურგის მერიამაც გადაწყვიტა, მეზობელი ქალაქების გამოცდილება გაეზიარებინა და მტრედების შობადობის გაკონტროლება ახალი მეთოდით დაეწყო. დაჭერილ ფრინველს ვოლიერში ათავსებენ, სადაც ისინი კვერცხებს დებენ. შემდეგ კვერცხებს მულაჟებით ცვლიან, ფრინველი ამ მულაჟზე ბუდობას იწყებს და შემდეგ თავის გზაზე უშვებენ.

ამ მეთოდის დასამტკიცებლად ან საწინააღმდეგოდ მისცემენ სწორედ ადგილობრივები ხმას.

ანალოგიურ ინიციატივას განახორციელებენ ჩეხეთშიც, სადაც გამრავლებისთვის გამზადებულ ფრინველს კვერცხების ნაწილს ხელოვნურით შეუცვლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები