გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, Eurowings, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს ივლისის ბოლოდან გეგმავს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია. ავიაბილეთების ღირებულება 69.99 ევროდანაა.
არსებული ინფორმაციით, Eurowings დიუსელდორფსა და თბილისს შორის, 21 ივლისიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს: ყოველ ოთხშაბათსა და კვირას.