LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის უნივერსიტეტში „ველოსიპედის საქმეს“ შეასწავლიან

64
christian-stahl-xmgkzy-fgg-unsplash

გერმანიის 7 უმაღლეს სასწავლებელში შეიქმნება კათედრები, სადაც ველოსიპედისტებისთვის ინფრასტრუქტურის დაგეგმარებაზე და საუკეთესო კანონმდებლობის შექმნაზე იზრუნებენ.

ამ კათედრებზე დასაქმებული ადამიანები ჩაატარებენ სამეცნიერო კვლევებს, ასევე სტუდენტებსაც ასწავლიან. გარდა ამისა, სამომავლოდ სპეციალური სამაგისტრო პროგრამების შექმნაც იგეგმება.

ახალი საგანმანათლებლო მიმართულება საკმაოდ მასშტაბური გეგმის „გერმანია ველოსიპედების ქვეყანა“ – ნაწილია. პროექტის მიხედვით, 2030 წლისთვის გერმანელთა 60%-ს ველოსიპედის არჩევა უნდა მოუნდეს. ამისათვის ქვეყანაში საავტომობილო პარკინგების რეორგანიზაცია, ველოსიპედისტებისთვის მეტი სივრცის გამოყოფა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბერლინის გარშემო ახალი ველოტრასა გახსნეს და მისი სიგრძე 330 კილომეტრია. მარშრუტი ლამაზ ლანდშაფტებსა და ძველ სასახლეებს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები