LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ხელისუფლება არავაქცინირებულ პირებს კარანტინის ხარჯებს აღარ აუნაზღაურებს

82
1

გერმანია არავაქცინირებულ დასაქმებულებს სავალდებულო კარანტინის ხარჯებს აღარ აუნაზღაურებს. 

ეს არის ერთ-ერთი პუნქტი იმ სტრატეგიული გეგმიდან, რომელსაც ქვეყნის 16 ფედერალური შტატის ლიდერი აწერს ხელს და რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შეიმუშავეს.

გადაწყვეტილება ძალაში 11 ოქტომბრიდან შევა.

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ უსამართლობაა, გადასახადის გადამხდელებს მოსთხოვონ, იზოლაციის ხარჯები დაუფინანსონ მათ, ვინც უარს ამბობს ვაქცინაციაზე. 

“ეს სამართლიანია. მათ, ვინც ვაქცინაციის საშუალებით საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას იცავს, სამართლიანად შეუძლიათ იკითხონ, რატომ უნდა დავუფარო ხარჯები მას, ვინც რისკის ზონაში მოგზაურობის შემდეგ, კარანტინში აღმოჩნდა და თან უარს ამბობს ვაქცინის გაკეთებაზე.”  – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა.

მიღებული გადაწყვეტილება შეეხება ყველას, ვინც დაინფიცირდა და კოვიდს მსუბუქ ფორმებში საკარანტინე სივრცეში ებრძვის, ასევე მათ, ვინც მოგზაურობდა “მაღალი რისკის” ქვეყნებში და დაბრუნდა გერმანიაში.

გერმანიაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, თუმცა ხელისუფლება მიმართავს ზომებს, რომელიც არავაქცინირებულად ყოფნას არასასიამოვნოს გახდის. 

გერმანიაში არავაქცინირებული პირების ტესტირება სავალდებულო ხდება.

უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 74%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები