Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გერმანიის ერთ-ერთ მხარეს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმება სურს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ერთ-ერთ მხარეს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმება სურს

99

გერმანიის ერთ-ერთი მხარის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიას ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტა სურს.

ხელისუფლებამ საქართველოდან ჩასულ თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით, მკაფიო და მკაცრი პოზიცია დააფიქსირა.

საკითხი, ოლინგჰაუზენში, ლტოლვილთა დასახლებაში არსებულ პრობლემას უკავშირდება.

WDR-ის ინფორმაციით, ამ კამპანიას სათავეში ინტეგრაციის მინისტრი იოახიმ სტამპი ჩაუდგება.

“ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის, თავშესაფრის მიღების პერსპექტივის გარეშე. ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიაში, იქ სადაც ლტოლვილები ცხოვრობენ, პრობლემები ფიქსირდება. პოლიციის ინფორმაციით, რაც ვიზალიბერალიზაცია დაიწყო, კრიმინალი მკვეთრად გაიზარდა. ამ კამპანიით ხელისუფლებას სურს, რომ  ასეთი ადამიანების შესვლა ქვეყანაში შეამციროს და კრიმინალის პრობლემა მოაგვაროს”, – ნათქვამია სტატიაში.

საქართველოს უვიზო მიმოსვლა 2017 წლის მარტიდან მიენიჭა. ქართველებს შენგენის ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ გადაადგილების ნებართვა აქვთ.

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.

თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ვიზალიბერალიზაციას დღეს საფრთხე არ ემუქრება.


თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები