LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ელჩი: გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ

146
7702eedc-39a1-49b7-9b49-fb0305bab3e4-w1200-r1

გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემს შესახებ არაფერი იციან , – ამის შესახებ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა მის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოში ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მინისტრისთვის პირადად მიმელოცა ის წარმატება, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანამ მიაღწია. განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მოგეხსენებათ გერმანიასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ეტაპობრივად განახლდება. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ დღევანდელი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფასილიტატორმა ელჩებმა განცხადებაც გავავრცელეთ. მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლულარიზმს საქართველოს პარლამენტში.

როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემს შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

ცნობისთვის,გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. ამ განცხადების შემდეგ, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ სასურველია, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს.

ლეობორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კი გერმანიის ელჩი ივანიშვილის ლობისტად მოიხსენია და მისი გაწვევა მოითხოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები