Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გერმანიის ელჩი: არ უნდა შეიცვალოს ქართველების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ელჩი: არ უნდა შეიცვალოს ქართველების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ

194
germnaiis elchi

არ უნდა შეიცვალოს ის, რაც ყოველთვის ახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს, როგორც ერს, ხალხს რუსების მიმართ, იქნებიან ეს რუსი ვიზიტორები თუ სტუმრები,- ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

გერმანიის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ ვითარებიდან ყველაზე კარგი გამოსავალია ერთმანეთის მიმართ ძალიან მკაცრი მოქმედებებით სიტუაცია არ გართულდეს.

„ძალიან მიხარია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დემონსტრაციები ძალადობრივი არ ყოფილა. წინა ხუთშაბათის ღამეს ვნახე დემონსტრაციაზე ძალადობის მაგალითები, მაგრამ ამის შემდეგ ვითარება დამშვიდდა და აქციებმა მიიღო ნამდვილი დემონსტრაციების სახე, სადაც ხალხი გამოხატავს საკუთარ განცდებსა და მოთხოვნებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვიქცეთ ამ ვითარებაში: არ უნდა შეიცვალოს ის, რაც ყოველთვის ახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს, როგორც ერს, ხალხს რუსების მიმართ, იქნებიან ეს რუსი ვიზიტორები თუ სტუმრები. ასევე როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსული კულტურის, მაგალითად ფილმების, წიგნების, ლიტერატურის მიმართ. ქართველები ნათელ ზღვარს ავლებენ რუსებსა და რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას შორის. ეს პოლიტიკა არასწორია, როცა საქმე ეხება მეზობლებთან ან საქართველოსგან მოწყვეტილ ტერიტორიებთან ურთიერთობას“, – განაცხადა ელჩმა.

წამყვანის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ქართული კინოთეატრების გადაწყვეტილებას, რომელთაც შეაჩერეს ფილმების ჩვენება რუსულ ენაზე, გერმანელი დიპლომატი პასუხობს, რომ შესაძლოა, ეს ნაბიჯი არასწორად იყოს ინტერპრეტირებული რუსული პროპაგანდის მიერ.

„ვშიშობ, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება არასწორად იყოს ინტერპრეტირებული რუსული მედიისა და რუსული პროპაგანდის მიერ, როგორც რუსული კულტურის აკრძალვა საქართველოში. მაგალითისთვის, რუსებმა შეიძლება ერთმანეთს უთხრან, რომ ქართველებმა აკრძალეს ისეთი ფილმები, როგორიც არის „მიმინო“ და მათი ყურება აღარ სურთ. ასე შეიძლება მოხდეს ამ ნაბიჯის არასწორად აღქმა. კარგი იქნებოდა მოგვეცადა და გადაწყვეტილებები ცოტა გვიან მიგვეღო“, – განაცხადა ქნირშმა.

ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. უკვე, მეათე დღეა, მოსახლეობა რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ და გიორგი გახარიას  20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები