LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა – ადგილობრივმა პოლიციამ ძებნა გამოაცხადა

612
380f827aabf81626a3f9cd18a8e5c516-thumb

37 წლის ვაჟა ბურჯანაძე, რომელიც მემინგენის იზოლატორში სასჯელს იხდიდა, თურქთან ერთად ციხიდან გაიქცა.

ადგილობრივი გამოცემა bild წერს, რომ ორივე მათგანი ციხის ეზოში სასეირნოდ იყო. სწორედ ამ დროს, მათ მოაჯირზე გადასვლა მოახერხეს და ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიცია პატიმრებს თვითმფრინავით და ძაღლების დახმარებით ეძებდა, თუმცა ჯერჯერობით, უშედეგოდ.

ბავარიის პოლიცია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათ ფოტოებიც გამოაქვეყნეს და მოუწოდეს ყველას, რომ დანახვისთანავე პოლიციაში დარეკონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები