Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გერმანიიდან საქართველოს კიდევ 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიიდან საქართველოს კიდევ 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს

57

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი გამოაძევეს. ამჯერად უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის საქართველოში 50-მდე პირის დეპორტაცია განხორციელდა.

საქართველოს მოქალაქეები თბილისში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან.

გერმანიიდან გამოძევებული ქართველების განცხადებით, მათი დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. როგორც ისინი აცხადებენ, „სახლში მიაკითხეს და აეროპორტში წამოიყვანეს“.

„გერმანიის ტერიტორიიდან განხორციელდა არალეგალურად ჩაბარებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი“, – განუცხადა ჟურნალისტებს
კომპანია „ფრონტექსის“ წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ, რომელიც პროცესის მონიტორინგის ახორციელებს.

როგორც ცნობილია, გერმანიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების რეადმისია, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, პერიოდულად ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები