LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში შექმნეს ელექტრომობილი, რომელსაც ფორმის შეცვლა შეუძლია

44
germanicarnews45

გერმანიაში ელექტრომობილის სრულიად ახალი სახეობა შექმნეს – მოდელს თავისი ფორმის შეცვლა შეუძლია.

ავტომობილს ძარის ათზე მეტი ვერსია აქვს და შეუძლია კაბრიოლეტად, ყველგანმავლად, სატვირთო ფურგონად, უნივერსალად, პიკაპად ანდაც ბორბლებიან სახლად გადაიქცეს, თანაც სულ რამდენიმე წუთში.

ამ უჩვეულო თვისების გარდა ელექტრომობილს წონაც ძალიან მსუბუქი აქვს – 450–დან 600 კილოგრამამდე იწონის, ძარის ტიპიდან გამომდინარე. ამასთან, მას საკმაოდ მოცულობითი ტვირთის გადატანა შეუძლია. როგორც პროექტის ავტორები ირწმუნებიან – 1000 კილოგრამამდეც კი.

ელექტრომობილის სახურავზე მზის ელემენტია დამონტაჟებული.

მოდელის შემუშავებაზე 3 წელი მუშაობდნენ და მისი წარმოებაში ჩაშვება უკვე მომავალი წლიდან იგეგმება. დღევანდელი მონაცემებით, წინასწარი შეკვეთების რაოდენობა 9000–ს აჭარბებს.

ევროპაში ელექტრომობილებს სულ უფრო და უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ. 2020 წელს „მწვანე“ მოდელების გაყიდვის მაჩვენებელი გასამმაგდა, 2030 წლისთვის კი ევროკომისია 30 ათასზე მეტი ელექტრომობილისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები