LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

128

გერმანიის ქალაქ დრეზდენში, მიგრანტთა მიღებისა და დროებითი განთავსების ცენტრში, დაახლოებით 50 მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა. დაკავებულია საქართველოს ოთხი მოქალაქე.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ორ ქართველ მამაკაცს შორის კამათი მოხდა, რის გამოც, დაცვის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისვლის შემდეგ, პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა შეძლო, თუმცა 50-მდე მიგრანტი პოლიციელებს თავს დაესხა.

შეტაკების შედეგად დაშავდა ორი პოლიციელი და დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები