მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე მატარებელი გერმანიაში ამოქმედდა. ჩრდილოეთ გერმანელებს ხვდათ პატივი, რომ მოგზაურობის ახალი ერა საკუთარ თავზე გამოეცადათ. როგორც პროექტის ავტორები ირწმუნებიან, ორი ვაგონისგან შემდგარი სამგზავრო მატარებელი გადაადგილებას ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის და ამასთან დიდი მოცულობის ტვირთის გადაზიდვაც უფრო მოსახერხებელი იქნება. სიახლეზე კომპანია Astom მუშაობდა და ინოვაციური ტრანსპორტი დასაწყისისთვის ორ ქალაქს – ქუქსავენსა და ბუქსტჰუდს დააკავშირებს.
აღნიშნულ დასახლებას შორის მანძილი 100 კმ-ია და აქამდე ამ მარშრუტზე დიზელზე მომუშავე მატარებელი მოძრაობდა. როგორც კომპანიაში იმედოვნებენ, 2021 წლისთვის წყალბადზე მომუშავე მატარებელთა რაოდენობა მინიმუმ 14 გახდება.